ფილმი სიკეთის შუქით გასხივოსნებულ ადამიანთა სულის მშვენიერებაზეა. იგი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები ვერ გამოუნახავთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბ, კეთილ მრეცხავ ქალს უკისრია, რისთვისაც ისეთი ოინები ჩაუდენია, რომ მთელი ქალაქი გაუოცებია, კინაღამ ბუნტიც აუტეხია და რაც მთავარია გოგონები "ტანც-კლასშიც" მოუწყვია.
|