|
| | |
| მთავარი » ქართული ფილმები
მხიარული, მაგრამ ენამწარე მძღოლი, ლია თავისი სიმართლისმოყვარე ხასიათის წყალობით მრავალ უსამოვნებას გადაეყრება ხოლმე. ახალგაზრდა არქიტექტორს გიორგის, რომელსაც ემსახურება და უყვარს კიდეც, საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოსდევს. მაგრამ ლია კვანძს თვითონვე ხსნის, გიორგის ხიბლავს ქალიშვილის პატიოსნება, გულწრფელობა და გადაწყვეტილი აქვს თავისი ბედი მას დაუკავშიროს.
|
კაცია ადამიანი?! რეჟისორი: სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე წელი: 1979 ზომა: 545 მბ. | 90 წთ. როლებში: ნოდარ მარგველაშვილი (ლუარსაბი), ლეილა შოთაძე (დარეჯანი), მეგი წულუკიძე, გიორგი გეგეჭკორი, ჯემალ ღაღანიძე, თათია ხაინდრავა
|
მცხოვანი აკაკის საიუბილეო საღამოზე დარბაზში მოხუც ძიძას აკვანი შემოაქვს. მგოსანი აკვანს დასცქერის და ახსენდება ბავშვობისა და ყრმობის წლები. თავადის მიერ ღარიბი გლეხის ოჯახში გაძიძავებულმა მომავალმა პოეტმა აქ შეიცნო პატიოსანი შრომისა და ადამიანურობის ფასი. ქუთაისის გიმნაზიაში კი მეფის რეჟიმის დამახინჯებული აღმზრდელობითი მეთოდის მთელი სუსხი ბავშვურ მხრებზე გამოცადა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტის წინაშე ფართო შემოქმედებითი გზა იშლება.
|
ფილმი სიკეთის შუქით გასხივოსნებულ ადამიანთა სულის მშვენიერებაზეა. იგი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები ვერ გამოუნახავთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბ, კეთილ მრეცხავ ქალს უკისრია, რისთვისაც ისეთი ოინები ჩაუდენია, რომ მთელი ქალაქი გაუოცებია, კინაღამ ბუნტიც აუტეხია და რაც მთავარია გოგონები "ტანც-კლასშიც" მოუწყვია.
|
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი “ტერორისტი” ძაან საინტერესო ფილმია
|
ინფორმაცია ფილმზე -----
დასახელება: ჯარისკაცის მამა გამოშვების წელი: 1964წ. ქვეყანა: საქართველო, თბილისი, კ/ს "ქართული ფილმი" ჟანრი: მხატვრული ფილმი, დრამა რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე როლებში: სერგო ზაქარიაძე (გიორგი მახარაშვილი), ქეთევან ბოჭორიშვილი (თამარი), ვლადიმერ პრივალცევი (ნიკიფოროვი), ალექსანდრე ნაზაროვი (არკადი), ი. დროზდოვი (ვივა), ვლადიმერ კოლოკოლცევი (გრიშა), ივან კოსიხი (ახმედი), ვიქტორ ურალსკი (პაჭუა), ინა ვიხოდცევა, რომუალდი ვილდანი, ბონდო გოგინავა (ფრონტელი), ვლადიმერ ჟარიკოვი, ვალენტინა კულიკი, გია კობახიძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ჟანა კვიტაიშვილი, ელენა მაქსიმოვა, რადნერ მურატოვი, ვლადიმერ მიზინი, ირაკლი ნიჟარაძე, ლილი ზღვაური, ა. სტარცევი, ფელიქს სტეპუნი
მოკლე აღწერა: ქართველი გლეხის, გიორგი მახარაშვილისათვის, რომელმაც დაჭრილი შვილის ძებნაში ფრონტის გზები შემოიარა, ომი იქცა გამოცდილების იმ სარკმელად, საიდანაც მთელი სამყარო გამოჩნდა თავისი მრავალმხრივობით. ფილმის გმირის სახე ჯარისკაცის მსოფლიო მარადიული მამის განზოგადოებულ სახედ იქცა. ომში მოხვედრილი უბრალო გლეხი მტერზე გამარჯვების ღრმა რწმენით,მტკიცე სამხედრო ნაბიჯით მიუყვება ფაშისტთა ბუნაგისაკენ მიმავალ გზას.
ხანგრძლივობა: 01:26:45 თარგმანი(ენა): ქართული და რუსული სუბტიტრები: არა დამატებითი ინფორმაცია: პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი", რომის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალია) (1966).
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1965 წელს
----- ინფორმაცია ფაილზე -----
ფორმატი: avi ხარისხი: DVDRip ვიდეო კოდეკი: DivX 5 640x480 29.97fps 2006Kbps [Video 0], შავ-თეთრი აუდიო კოდეკი: MPEG Audio Layer 3 48000Hz stereo 192Kbps [Audio 1]
|
|
| |
| | |
|
| კალენდარი | |
| « ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| |
| | |
|